კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 17 ოქტ - 15 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1300 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური რუსული
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) კორპორატიული კლიენტები (B2B) კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@aqualine.ge

კომპანია “აკვალაინი” 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებით, კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საცურაო აუზების, SPA ზონების პროექტირება/მოწყობას; დანადგარების, აქსესუარების, მოსაპირკეთებელი მასალების, ქიმიკატების იმპორტსა და რეალიზაციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ საიტს:https://aqualine.ge/


კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.


სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული, სტანდარტული   - 10:00 – 19:00 - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ასი ათასი მოწამის 1

ანაზღაურება: 1300+ ბონუსი


ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაზრის კვლევა და პოტენციური მომხმარებლების მოძიება ცივი ზარების განხორციელების გზით;
  • პოტენციური და არსებული მომხმარებლების ბაზების წარმოება;
  • მომხმარებლებისთვის პროექტების შესახებ პრეზენტაციით უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელზე მორგებული, ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება, წარდგენა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების უზრუნველყოფა;
  • სერვისის საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლისგან დეტალური ინფორმაციის მიღება, დავალების გადაგზავნა შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელთან, მისი შესრულების კონტროლი;
  • მოთხოვნის საფუძველზე ინვოისისა და კომერციული წინადადების მომზადება;
  • ხელშეკრულების პირობების დაცვის უზრუნველყოფა (ჩარიცხვის დედლაინების და პროექტების ბიუჯეტების მართვა);
  • უშუალო მენეჯერთან გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება და წარდგენა;
  • უშუალო მენეჯერისგან მიღებული სხვა დავალებების და მითითებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ განსხვავდება მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.


მოთხოვნები:

  • განათლება უმაღლესი, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია;
  • გაყიდვების მიმართულებით ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • ინგლისური ანდა რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.


ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი;
  • კორპორატიული ნომერი და სასაუბრო ლიმიტი;
  • თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის გადახდა;
  • კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღით (DayOff) სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@aqualine.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.


მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ბეჭდვითი სახით.