ქოლ-ცენტრის ოპერატორი

მივლინება: არა
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
,, სამგორი მედი” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

ძირითადი მოთხოვნები:
  • სავალდებულოა: უმაღლესი განათლება
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.
  • სასურველია: სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება. 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხი,
  • მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება,
  • ექიმთან ვიზიტზე/კვლევაზე ჩაწერა;
  • სატელეფონო ზარებით,    მიღებული/გაცემული ინფორმაციის დეტალური ასახვა პროგრამულად. 
  • პიროვნული თვისებები: გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი; --- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 23 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: hr@samgorimedi.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქოლ ცენტრის ოპერატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კლინიკა ,,სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი სამგორი მედი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს ,, სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი სამგორი მედი  “-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე