მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი თერმოინდუსტრია
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B, C
ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
შპს „თერმოინდუსტრია“ რომელიც არის გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა–კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი
კომპანია უზრუნველყოფს: დაზღვევას და კვებას.

ძირითადი ფუნქციები
  • უზრუნველყოს თანამშრომლების უსაფრთხო გადაადგილება სხვადასხვა მიმართულებით;
  • გადაადგილდეს ქალაქის ქუჩებში წესების დაცვით;
  • უზრუნველყოს კომპანიის მიერ შკვეთილი პროდუქციის მოტანა შესაბამის მისამართზე;
  • უზრუნველყოს პროდუქციის შიდა გადაადგილება, სხვადასხვა რეგიონებში.
  • დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის უსაფრთხოდ მიტანა მისამართებზე;
  • უზრუნველყოს კომპანიის ავტომობილის სისუფთავე.
  • სარეკლამო მასალის დაუზიანებლად მოტანა საჭიროების შემთხვევაში.

პიროვნული თვისებები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
  • B, C  კატეგორია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com სათაურის ველში მიუთითეთ ”მძღოლი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებით: რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით - ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თერმოინდუსტრიამ დაამუშაოს  თქვენი როგორც კანდიდატის პერსონალური მონაცემები არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული მიზნით, თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შეინახება და დამუშავდება არაუმეტეს 3 თვის ვადით. ამასთან ერთად თქვენ უფლებამოსილი ხართ:
მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც თერმოინდუსტრია ამუშავებს თქვენს შესახებ;
ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@thermoindustria.com


ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს „თერმოინდუსტრია“   მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@thermoindustria.com