ანალიტიკოსი
1xP PRIORITY ვიანი
თარიღები: 17 ოქტ - 31 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ანალიტიკოსი
„ვიანი“  აცხადებს ანალიტიკოსის  ვაკანსიას  თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების ფასთა ანალიზი ტენდერთან მიმართებაში;
  • საერთაშორისო შესყიდვების ორდერის მართვა, ხარჯვების ანალიზი, მარაგების მონიტორინგი არსებულ პოზიციებზე;
  • მარაგების ბრუნვის რეპორტი;
  • გარე გაყიდვების შედეგების ანალიზი - ტოპ პოზიციების დადგენა, გაყიდვების აგენტების შედეგების ანალიზი;
  • სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით (მისაღებია მეოთხე კურსის სტუდენტიც );
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს : https://vian.health/ka/career?careerId=513

„ვიანი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.