„ვიანი“ აცხადებს ანალიტიკოსის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში;
- საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების ფასთა ანალიზი ტენდერთან მიმართებაში;
- საერთაშორისო შესყიდვების ორდერის მართვა, ხარჯვების ანალიზი, მარაგების მონიტორინგი არსებულ პოზიციებზე;
- მარაგების ბრუნვის რეპორტი;
- გარე გაყიდვების შედეგების ანალიზი - ტოპ პოზიციების დადგენა, გაყიდვების აგენტების შედეგების ანალიზი;
- სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით (მისაღებია მეოთხე კურსის სტუდენტიც );
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს : https://vian.health/ka/career?careerId=513
„ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.