ტექნიკური ზედამხედველი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
TOP მენეჯმენტი: ტექნიკური დირექტორი/CTO სამშენებლო, უძრავი ქონება: ინჟინერი-არქიტექტორი, მშენებლობა(ზოგადი), სტრუქტურული ინჟინერია, სამშენებლო პროექტების მართვა
HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სხვადასხვა მიმართულებით პროექტების მართვაში ჩართულობა და ხელმძღვანელობა
  • საპროექტო ნახაზების შესწავლა და გარჩევა , მშენებლობის გრაფიკთან პროექტის შესრულების თანმიმდევრობის და შესაბამისობის დაგეგმვა
  • თითოეული პროექტის ფარგლებში,  პროექტ-მენეჯერებთან ერთად დეტალური გეგმა- გრაფიკის გაწერა და შესრულების კონტროლი
  • სამშენებლო მასალებით ობიექტების დროული უზრუნველყოფის კონტროლი
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება /კონტროლი. ხარვეზების შემთხვევაში მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად მითითებების მიცემა
  • ტექნიკური თვალსაზრისით , დამკვეთთან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილში ჩართულობა
  • კომპანიის ტექნიკური ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯვითი ნაწილის კონტროლი
  • დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაოების კოორდინირება და შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ინჟინერიის/სამშენებლო მიმართულებით
  • სამშენებლო ინდუსტრიაში მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება (მაღალსართულიანი მონოლითური შენობების შესრულების კუთხით)
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ინჟინრის / პროექტების ხელმძღვანელის, ტექნიკური ზედამხედველის, ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე
  • ArchiCAD, AutoCAD ცოდნა
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
  • კომპანია უზრუნველყოფს სამედიცინო დაზღვევას, ავტომობილსა და საწვავის ლიმიტს
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ მეილზე: Recruitment13@hh.ge