მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კანი ესთეტიკ
მივლინება: არა
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
ესთეტიკური ცენტრი Kani Aesthetic გთავაზობთ ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ესთეტიკური ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მართვა: მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პაციენტების კმაყოფილების უზრუნველყოფა.
  • პერსონალის მართვა და მონიტორინგი
  • მარაგებისა და შესყიდვების კონტროლი. აუცილებელი პროდუქტებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პროცედურებისთვის.
  • პაციენტების შეკითხვების, უკუკავშირისა და გამოხმაურებების მართვა სერვისის და მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა პრომო-აქციების და შეთავაზებების დასაგეგმად 
  • ჯანდაცვისა და უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა: სუფთა, ორგანიზებული და პროფესიონალური გარემოს უზრუნველყოფა.
  • სერვისის გაუმჯობესების, ახალი პროცედურებისა და შემოსავლის ზრდის შესაძლებლობების მუდმივი ძიება, ახალი ინიციატივების დანერგვა, კონკურენტების მონიტორინგი.
  • კლინიკის შიდა პროგრამასთან მუშაობა და ყოველთვიური რეპორტის მომზადება 

სამუშაო პირობები:
  • კეთილგანწყობილი, მშვიდი და მეგობრული გარემო 
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა: საქმიანობასთან დაკავშირებული ტრენინგები და მასტერკლასები 
  • დარგის უახლესი ტექნოლოგია და რეგენერაციული მედიცინის უახლესი მიდგომები 
  • ღირსეული, კონკურენტული ანაზღაურება 
  • კარგი გარემო ახალი იდეებისა და ინიციატივების დასანერგად 
  • სამუშაო ადგილი: გ.სააკაძის დაღმართი #11
  • სამუშაო გრაფიკი:  სრული  10:00-დან 19:00-მდე. 

კვალიფიკაცია:
  • მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ესთეტიკურ ცენტრში, სპა ცენტრში ან კლინიკაში.
  • გუნდურად მუშაობისა და გუნდის მართვის უნარები 
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა, ორგანიზებულად მოქმედების უნარები 
  • სამუშაოს დაგეგმვის, განხორციელებისა და რეპორტინგის უნარები 
  • ესთეტიკური ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებისა და პროცედურების ცოდნა და სიახლეების მუდმივი ძიება 
  • პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება და ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი 
  • უპირატესობად ჩაითვლება მარკეტინგის ან გაყიდვების სტრატეგიების შექმნაში გამოცდილება სილამაზის ან ველნესის სექტორში
  • ბიუჯეტის ეფექტურად მართვის გამოცდილება.

გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@kani.ge.
მადლობა, რომ ჩვენთან მუშაობით დაინტერესდით, წარმატებას გისურვებთ.