საფინანსო კომპანია „VIPPS” -ი აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
კომპანია გთავაზობთ:
- პროფესიულ განვითარებას და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს.
- მზარდ სახელფასო სისტემას.
- დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
მოთხოვნები:
- სასურველია მოლარის/მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- აუცილებელია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
უნარ-ჩვევები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@vipps.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.