რუსთავის ფოლადი აცხადებს ვაკანსიას დაგეგმარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები:
- დაგეგმარების უფროსი ორგანიზაციას უწევს ყოველგვარ გათვლებს დაწყებული საამქროში საჭირო ზომის მილნამზადის შეკვეთიდან-დამთავრებული მზა პროდუქციის დატვირთვამდე. (ნამზადის მიღებას, გადმოტვირთვას, დახარისხებას მარკის, დნობის და ტექნიკური მონაცემების და დანიშნულების მიხედვით.აწარმოებს აღრიცხვას საწყისიდან საბოლოო შედეგამდე გაგლინული ნამზადის, დამუშავებული, დასაწყობებული და რეალიზებული პროდუქციისას);
- ორგანიზაციას უწევს საამქროს საქმიანობის დოკუმენტაციის დამუშავებას,აღრიცხვას, განხილვას, კონტროლს უწევს და აწარმოებს წარმოების ნარჩენების ზუსტ გათვლებს, რაც აუცილებელია ლითონის ბალანსის შესადგენად;
- ოპერატიულად გეგმავს წარმოებას საამქროს ყველა უბანზე, უზრუნველყოფს საწარმოო დავალების შესრულებას ყველა უბანზე და სამუშაო ადგილებზე, აკონტროლებს ცვლის, დღის დავალებას მოცემული გრაფიკის მიხედვით.
- უზრუნველყოფს თითოეული ბრიგადის, უბნის მიერ შესრულებულ საქმიანობის ოპერატიულ კონტროლს და აღრიცხვას;
- აწარმოებს შეკვეთების შესრულების ყოველდღიურ კონტროლს;
- აწარმოებს ყოველდღიურ ოპერატიულ კონტროლს წარმოებაში არსებული ნორმების დასაცავად;
- აწარმოებს მოწყობილობების მოცდენების ანალიზს და აღრიცხვას.სახავს კომპეტენტურ პირებთან ერთად მათი აღმოფხვრის გზებს;
- აწარმოებს და აანალიზებს ცვლის პაკეტებს;
- ახორციელებს მჭიდრო თანამშრომლობას ბუღატერიასთან და ადმინისტრაციასთან შესაბამისი ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით;
- აკეთებს ანალიზს შესრულებულ სამუშაოზე;
- შეაქვს წინადადებები საამქროს უფროსთან;
- მონაწილეობს საამქროს პერსპექტიული სამუშაოების განხილვაში, აკონტროლებს მის მიმდინარეობას და შესრულებას;
- იცავს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ინსტრუქციებს.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა
- თავდაჯერებულობა
- გუნდურ გარემოში შრომის უნარის მქონე
- ლოგიკურად მოაზროვნე
ენის ცოდნა:
- ქართული კარგად
- რუსული კარგად
- ინგლისური საწყის დონეზე
კომპიუტერული პროგრამები:
- Word Excel (ცხრილები, სტატისტიკური ფუნქციები, Macros)
ხელფასი: 1600 ლარიდან-1700 ლარამდე დაქვითვის გარეშე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: r.gagoshashvili@rustavisteel.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 17 79 00