დაგეგმარების სამსახურის უფროსი

რუსთავი სრული განაკვეთი რუსთავის ფოლადი
მივლინება: არა ხელფასი: 1600 - 1700
ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
წარმოება/ოპერაციები: მეტალურგია
რუსთავის ფოლადი აცხადებს ვაკანსიას დაგეგმარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები: 
  • დაგეგმარების უფროსი ორგანიზაციას უწევს ყოველგვარ გათვლებს დაწყებული საამქროში საჭირო ზომის მილნამზადის შეკვეთიდან-დამთავრებული მზა პროდუქციის დატვირთვამდე. (ნამზადის მიღებას, გადმოტვირთვას, დახარისხებას მარკის, დნობის და ტექნიკური მონაცემების და დანიშნულების მიხედვით.აწარმოებს აღრიცხვას საწყისიდან საბოლოო შედეგამდე გაგლინული ნამზადის, დამუშავებული, დასაწყობებული და რეალიზებული პროდუქციისას); 
  • ორგანიზაციას უწევს საამქროს საქმიანობის დოკუმენტაციის დამუშავებას,აღრიცხვას, განხილვას, კონტროლს უწევს და აწარმოებს წარმოების ნარჩენების ზუსტ გათვლებს, რაც აუცილებელია ლითონის ბალანსის შესადგენად; 
  • ოპერატიულად გეგმავს წარმოებას საამქროს ყველა უბანზე, უზრუნველყოფს საწარმოო დავალების შესრულებას ყველა უბანზე და სამუშაო ადგილებზე, აკონტროლებს ცვლის, დღის დავალებას მოცემული გრაფიკის მიხედვით. 
  • უზრუნველყოფს თითოეული ბრიგადის, უბნის მიერ შესრულებულ საქმიანობის ოპერატიულ კონტროლს და აღრიცხვას; 
  • აწარმოებს შეკვეთების შესრულების ყოველდღიურ კონტროლს; 
  • აწარმოებს ყოველდღიურ ოპერატიულ კონტროლს წარმოებაში არსებული ნორმების დასაცავად; 
  • აწარმოებს მოწყობილობების მოცდენების ანალიზს და აღრიცხვას.სახავს კომპეტენტურ პირებთან ერთად მათი აღმოფხვრის გზებს; 
  • აწარმოებს და აანალიზებს ცვლის პაკეტებს; 
  • ახორციელებს მჭიდრო თანამშრომლობას ბუღატერიასთან და ადმინისტრაციასთან შესაბამისი ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით; 
  • აკეთებს ანალიზს შესრულებულ სამუშაოზე; 
  • შეაქვს წინადადებები საამქროს უფროსთან; 
  • მონაწილეობს საამქროს პერსპექტიული სამუშაოების განხილვაში, აკონტროლებს მის მიმდინარეობას და შესრულებას; 
  • იცავს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ინსტრუქციებს. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელურობა  
  • თავდაჯერებულობა  
  • გუნდურ გარემოში შრომის უნარის მქონე  
  • ლოგიკურად მოაზროვნე  
 
ენის ცოდნა: 
  • ქართული  კარგად  
  • რუსული  კარგად 
  • ინგლისური   საწყის დონეზე 
 
კომპიუტერული პროგრამები: 
  • Word Excel (ცხრილები, სტატისტიკური ფუნქციები, Macros)  
 
ხელფასი: 1600 ლარიდან-1700 ლარამდე დაქვითვის გარეშე. 


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: r.gagoshashvili@rustavisteel.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 17 79 00