მვალცავი
თარიღები: 05 ნოე - 19 ნოე
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
წარმოება/ოპერაციები:  მეტალურგია
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: r.gagoshashvili@rustavisteel.ge
რუსთავის ფოლადი აცხადებს ვაკანსიას მვალცავის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები
  • სხვადასხვა მარკის ფოლადის ნამზადის გამაღრუებელი, შემომგლინავი, მაკალიბრებელი ტექნოლოგიური პროცესების წარმოება გამაღრუებელ (№1, №2), ავტომატურ, შემომგლინავ (№1, №2) და მაკალიბრებელ დგანებზე.გლინვა, გადაგლინვა, დაკალიბრება;
  • გლინების დაშლა, აწყობა, გადაგლინვა;
  • დგანის და დამხმარე მექანიზმების გაწყობა მოცემული დავალების - მარკის, ზომებისა და სხვა - მიხედვით;
  • მომოსახურე მოწყობილობების მიმდინარე რემონტის შესრულება;
  • მილსაგლინავი დგანების I და II გამაღრუებელი, ავტომატური, შემომგლინავი და მაკალიბრებელი დგანების ტექნოლოგიური ინსტრუქციების და გლინვის ცხრილების შესაბამისად, აღნიშნული მოწყობილობების მართვა;
  • ზომების და ხარისხის კონტროლი;
  • მოწყობილობების მუშაობაზე ყურადღება.თავის ზონაში ამწეების ქვეშ მომსახურება (ინსტრუმენტების, დეტალების და სხვა);
  • სამილე ინსტრუმენტის ეკონომიური ხარჯვა;
  • იცავს ტექნოლოგიურ, თანამდებობრივ, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ინსტრუქციებს.

პიროვნული თვისებები
  • ორგანიზებულობა.
  • პასუხიმგებლობა.
  • ანალიტიკური აზროვნება.                                 
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • კომუნიკაბელურობა.
  • ენის ცოდნა
  • სახელმწიფო ენის საფუძვლიანი ცოდნა, გამართული წერითი მეტყველება.

ხელფასი 
  • დასაქმებულს ექნება დღეში ერთჯერადი კვება და დაზღვევა .
  • დასაქმებული გაივლის ერთთვიან სწავლებას რომლის განმავლობაშიც მიიღებს 800 ლარს     ხელფასის სახით. 
  • ერთთვიანი სწავლების დასრულების შემდეგ იქნება სტაჟირებაზე 6 თვე და ხელფასის სახით მიიღებს ხელზე 1176 ლარს ყოველთვიურად.
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ შრომის ანაზღაურება იქნება 1349 ლარი ხელზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:  r.gagoshashvili@rustavisteel.ge