რუსთავის ფოლადი აცხადებს ვაკანსიას მვალცავის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები
- სხვადასხვა მარკის ფოლადის ნამზადის გამაღრუებელი, შემომგლინავი, მაკალიბრებელი ტექნოლოგიური პროცესების წარმოება გამაღრუებელ (№1, №2), ავტომატურ, შემომგლინავ (№1, №2) და მაკალიბრებელ დგანებზე.გლინვა, გადაგლინვა, დაკალიბრება;
- გლინების დაშლა, აწყობა, გადაგლინვა;
- დგანის და დამხმარე მექანიზმების გაწყობა მოცემული დავალების - მარკის, ზომებისა და სხვა - მიხედვით;
- მომოსახურე მოწყობილობების მიმდინარე რემონტის შესრულება;
- მილსაგლინავი დგანების I და II გამაღრუებელი, ავტომატური, შემომგლინავი და მაკალიბრებელი დგანების ტექნოლოგიური ინსტრუქციების და გლინვის ცხრილების შესაბამისად, აღნიშნული მოწყობილობების მართვა;
- ზომების და ხარისხის კონტროლი;
- მოწყობილობების მუშაობაზე ყურადღება.თავის ზონაში ამწეების ქვეშ მომსახურება (ინსტრუმენტების, დეტალების და სხვა);
- სამილე ინსტრუმენტის ეკონომიური ხარჯვა;
- იცავს ტექნოლოგიურ, თანამდებობრივ, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ინსტრუქციებს.
პიროვნული თვისებები
- ორგანიზებულობა.
- პასუხიმგებლობა.
- ანალიტიკური აზროვნება.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- კომუნიკაბელურობა.
- ენის ცოდნა
- სახელმწიფო ენის საფუძვლიანი ცოდნა, გამართული წერითი მეტყველება.
ხელფასი
- დასაქმებულს ექნება დღეში ერთჯერადი კვება და დაზღვევა .
- დასაქმებული გაივლის ერთთვიან სწავლებას რომლის განმავლობაშიც მიიღებს 800 ლარს ხელფასის სახით.
- ერთთვიანი სწავლების დასრულების შემდეგ იქნება სტაჟირებაზე 6 თვე და ხელფასის სახით მიიღებს ხელზე 1176 ლარს ყოველთვიურად.
- სტაჟირების დასრულების შემდეგ შრომის ანაზღაურება იქნება 1349 ლარი ხელზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: r.gagoshashvili@rustavisteel.ge