ლოჯისტიკის მენეჯერი
თარიღები: 17 ოქტ - 31 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@cartulogistics.ge
ქართუ ლოჯისთიქს აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:
  • ტრანსპორტირების ციკლის განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
  • პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო ურთიერთობა მთლიანი ტრანსპორტირების ციკლის განმავლობაში, ტვირთის სტატუსების და მიწოდების ვადების  კონტროლი. 
  • შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;
  • მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
  • გადაზიდვის ფარგლებში, ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა.
  • განხორციელებული გადაზიდვების შესახებ რეპორტის მომზადება შემდგომი ანგარიშსწორებისათვის
  • საბაჟო პროცედურების გამართულად წარმართვა
  • ტვირტების განბაჟების, დაცლა-დატვირთვა და დასაწყობების ორგანიზება. 
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა
  • თურქული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. 

პიროვნული მახასიათებლები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • შესასრულებელი სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@cartulogistics.ge  2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.