ბუღალტერი
თარიღები: 16 ოქტ - 14 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: m.tsintskiladze@ambassadori.com
„ამბასადორი ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი

  • გატარებები ბუღალტრულ პროგრამაში (ბანკები, ზედნადებები, ანგარიშ ფაქტურები და ა.შ);
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა) შექმნა, აღრიცხვა);
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი

ბუღალტრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი
  • განათლება - ბაკალავრი
  • საბუღალტრო პროგრამის ცოდნა - კარგად
  • საგადასახადო კოდექსის სრულფასოვანი ცოდნა, უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით
  • IFRS სტანდარტების ზოგადი ცოდნა
  • რეპორტინგის (ბალანსი, მოგება-ზარალი, დებიტორების, კრედიტორების და ა.შ.) გამოცდილება - საშუალო დონეზე
  • ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე
  • სასურველია ბუღალტრული წიგნები/ კურსები: ACCA

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: m.tsintskiladze@ambassadori.com 

გისურვებთ წარმატებას!