ტექნიკოსი
თარიღები: 18 ოქტ - 14 ნოე
მდებარეობა: ბორჯომი
დასაქმების ფორმა: სეზონური/დროებითი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 +ბონუსი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@bs2.ge
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ტექნიკოსს  ბორჯომში (სეზონური) 
 "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს,  ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.   
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More 
 
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია: 
  • ტერმინალების ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა; 
  • ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება; 
  • ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია; 
  • ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება; 
  • ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა; 
  • პროგრამული უზრუნველყოფა. 
 
მოთხოვნები: 
  • პატარა ძრავიანი ავტომობილის ფლობა; 
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • განათლება ტექნიკური მიმართულებით; 
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა; 
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა. 
 
ჩვენ  გთავაზობთ: 
  • ავტომობილის იჯარას;  
  • საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს; 
  • ანაზღაუება: 1500 ლარი (NET) +ზეგანაკვეთური. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -  ტექნიკოსი ბორჯომი (სეზონური) 
 
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. 
 
გისურვებთ წარმატებას!