მოლარე-კონსულტანტი
თარიღები: 16 ოქტ - 14 ნოე
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 850 +ბონუსი
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@mihouse.ge
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.ქუთაისის ექსპრეს ფილიალში
სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის 112, ქუთაისი. 
ანაზღაურება: 850 ლარი + ბონუსი  
გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი (კვირაში 40 სამუშაო საათი) 
 
დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება: 
  • მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება, სწრაფი და ეფექტური მომსახურება; 
  • სასიამოვნო გარემოს შექმნა როგორც გუნდის წევრებისთვის , ასევე მომხმარებლებისთვის; 
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება; 
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშწორების წესების სრული დაცვით წარმოება;   
  • შეკვეთების სისტემური ფორმირება; 
  • პროდუქციის რეალიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების    ატვირთვა; 
  • მომხმარებლებისთვის საგარანტიო პირობების  განმარტება და  საგარანტიო ტალონის შევსება; 
  • აქციების და სიახლეების მომხმარებლებისთვის გაცნობა; 
  • აქციების და პრომოუშენების დროს სააქციო საფასო მაჩვენებლების და ინფორმაციული ბეჭდვითი მასალების სწორი განთავსება; 
  • წუნდებული პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში წუნდებულების აქტის შევსება;  
  • პროდუქციის ვადების კონტროლი; 
  • აღწერებში მონაწილეობის მიღება; 
  • მომხმარებლის რეგისტრირება; 
  • რეალიზაციამდე მარაგების გადამოწმება საწყობების მიხედვით; 
  • პროდუქციის რეალიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ატვირთვა; 
  • თავის მხივ, ჩართულობა, მომხმარებლისთვის საგარანტიო ფურცლის სრულყოფილი სახით მიწოდებაში; 
  • სამუშაო სივრცის სისუფთავე და მოწესრიგებულობა. 
 
შენგან ჩვენ გვჭირდება: 
  • ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია; 
  • მსგავსი ტიპის ჰიპერმარკეტში მუშაობის გამოცდილება - ძალიან სასიამოვნო იქნება; 
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. 
 
პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები: 
  • ორგანიზებულობა; 
  • აქტიურობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • განვითარებაზე კონცენტრირებულობა;  
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს; 
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით; 
  • Fit-pass-ს. 
 
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.  მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს. 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია)  არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე:   
hr@mihouse.ge და  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.  
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში. 
გისურვებთ წარმატებებს!