გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი kamkama
მივლინება: არა ხელფასი: 3000
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ვინ ვართ ჩვენ? 
ჩვენ ვართ წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია kamkama.ge . კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://kamkama.ge/  
  
ვის ვეძებთ? 
ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების გუნდს და ჩართული იქნება გაყიდვების სრულ ციკლში. 

რა დაგევალებათ? 
  • ბაზრის პერიოდული ანალიზი, პოტენციური კლიენტების გამოვლენა; 
  • კომპანიის გაყიდვების არხების (საცალო, სადილერო, კორპორატიული) კურირება; 
  • გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა; 
  • ყოველთვიური გეგმის და სამოტივაციო სისტემის მართვა. 
 
სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ: 
  • გაქვთ მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;  
  • ფლობთ საოფისე პროგრამებს (განსაკუთრებით Excel-სა და საპრეზენტაციო პროგრამას);  
  • იცით ინგლისური ან რუსული ენა; 
  • გაქვთ გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
  • ფლობთ გუნდის მართვის მეთოდებს; 
  • გაქვთ მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • გაქვთ მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან,  09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; (მის. თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4) 
 
რას გთავაზობთ: 
  • ანაზღაურებას 3000 ლარიდან კვალიფიკაციის შესაბამისად; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან 
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას  
  • ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას  
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში)  
  • კორპორატიულ ნომერს  
 
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული ჩვენი თანამშრომლის უფლება იყოს დაცული.  ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ: 
შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.)  
უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები 
პერსონალური მონაცემების დაცვა 
 
 
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 16/11/2024 
ელ.ფოსტა vacancy@kamkama.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;   
 
შენიშვნა: 
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.   
რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს შპს '’ენსოს’’ მიერ კანონმდებლობის შესაბამისად 
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე