სტატიის მწერალი/რედაქტორი

თბილისი სრული განაკვეთი პრაგმა
მივლინება: არა ხელფასი: 1300
მეცნიერება/განათლება: რედაქტორი
"პრაგმა" - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან. 
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://www.pragma.ge

ვის ვეძებთ?
ინტერნეტ გამოცემისთვის გვაქვს ღია ვაკანსია სტატიის მწერლის/რედაქტორის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ტალანტს, რომელიც ჩაერთვება როგორც ახალი ტექსტური მასალების შექმნაში, ასევე არსებულის რედაქტირებაში. 

რა დაგევალებათ?
  • სხვადასხვა ტიპის სტატიებისთვის თემების შერჩევა;  
  • სტატიების წერა სხვადასხვა უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით;   
  • მრავალფეროვანი თემატიკის მასალაზე მუშაობა (მათ შორის: ჯანმრთელობა, საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიები/პროდუქტები, ეკოლოგია და სხვა); 
  • არსებული ტექსტების რედაქტირება, სტრუქტურიზაცია და კორექტირება ენობრივი და სტილისტური თვალსაზრისით.

სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ:
  • გაქვთ უმაღლესი განათლება, სასურველია ფილოლოგიაში, ჟურნალისტიკასა ან მომიჯნავე სფეროებში;  
  • მიგიღიათ გამოცდილება სტატიების, ბლოგების წერის ან რედაქტირების სფეროში, ასევე საგამომცემლო საქმეში; 
  • გაქვთ გამართული, სტრუქტურირებული წერის სტილი;
  • ფლობთ გრამატიკის და სტილისტიკის საფუძვლებს;  
  • შეგიძლიათ მულტიდისციპლინურ თემებზე მუშაობა;
  • იცით რუსული ან ინგლისური ენა;

გაქვთ მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან,  09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; (მის. თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4)

რას გთავაზობთ:
  • ანაზღაურებას 1300 ლარიდან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას;
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში);
  • კორპორატიულ ნომერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული თანამშრომლის უფლება იყოს დაცული.  ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ:
შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.) 
უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები
პერსონალური მონაცემების დაცვა

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 16/11/2024
ელ.ფოსტა vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;  

შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.  
რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს შპს '’პრაგმას’’ მიერ კანონმდებლობის შესაბამისად
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე