კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Fashion House Tbilisi
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პრემიუმ ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია : Fashion House Tbilisi  აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის  პოზიციაზე.   
ადგილმდებარეობა, ქ. თბილისი. 
კატეგორია: გაყიდვები. 
სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი 
ანაზღაურება: ფიქსირებული  + ბონუსი 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა; 
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის შესახებ, ასევე არსებულ აქციებთან დაკავშირებით; 
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით; 
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა; 
  • პროდუქციის მაღაზიაში გასაყიდად მომზადება; 
  • პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზანოთ CV ელ-ფოსტაზე   Fashionhouse1997@gmail.com 
კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  თქვენს მიერ  რეზიუმეს გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.