მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი Display Max
მივლინება: არა ხელფასი: 1000
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
შპს „დისპლეი მაქსი“ — 10 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც ლიდერობს მერჩენდაიზინგულ მომსახურების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ მაღალი ხარისხის სტანდარტები და ინოვაციური მიდგომები ბაზარზე.
კომპანია აცხადებს მერჩენდაიზერის ვაკანსიას ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები
  • მიღებული პროდუქციის დროული და ეფექტური განლაგება თაროებზე;
  • პროდუქციის ვადებისა და ნაშთების კონტროლი;
  • თაროების მოწესრიგება და გამართულობის უზრუნველყოფა;
  • ობიექტზე არსებული პროდუქციის ნაშთების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, მაგრამ აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და მონდომება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინა;

კომპანია გთავაზობთ 
ანაზღაურება 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე 10:00 – 18:00
მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს გუნდთან ერთად, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@display.ge
გისურვებთ წარმატებას !