ღვინის მწარმოებელი კომპანია - შპს „რუისპირის მამული“ - აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის თანამდებობაზე ქ. თბილისში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტების პროდუქციით (ღვინო და ალკოჰოლური სასმელი) მომარაგება;
- პროდუქციის სისტემატიური მიწოდება ქ. თბილისში მდებარე სავაჭრო ობიექტებისთვის და პერიოდული მიწოდება საქართველოს სხვა ქალაქებში მდებარე ობიექტებისთვის;
- სადისტრიბუციო ავტომობილის (მცირე ტვირთამწეობის, ფურგონის ტიპის) პროდუქციით დატვირთვა და ჩამოტვირთვა, ობიექტის საწყობში შეტანა;
- შეკვეთილი პროდუქციის სავაჭრო ობიექტებისათვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
- მიწოდებისთვის ოპტიმალური საავტომობილო მარშრუტის განსაზღვრა;
- სავაჭრო ობიექტებისათვის პროდუქციის უსაფრთხოდ, დაუზიანებლად, სასაქონლო სახის შენარჩუნებით მიწოდება;
- გადასატვირთი პროდუქციის სასაქონლო ზედნადებთან შესაბამისობის კონტროლი;
- გადატვირთული და მიწოდებული პროდუქციის დადგენილი წესით აღრიცხვა, მათ შორის ხელის კომპიუტერის, ე.წ. „პოკეტის“ გამოყენებით;
- სავაჭრო ობიექტებში სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
- კახეთში, სოფელ რუისპირში მდებარე საწარმოს საწყობიდან კომპანიის სხვა საწყობებში პროდუქციის პერიოდული ტრანსპორტირება;
- მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის, შიდა და გარე იერსახის და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- საგზაო მოძრაობის წესებისა და ტრანსპორტირების წესების დაცვა;
- შრომის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობის „B“ კატეგორიის ფლობა;
- ავტომობილის მართვის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი განათლება.
სხვა მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ოპერატიულობა;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ფიზიკური მუშაობის უნარი (ნორმალური დატვირთვით);
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; პერიოდული ვიზიტები თელავსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში;
- ავტომობილით და საწვავით უზრუნველყოფა;
- ავტომობილისა და მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა;
- მატერიალური პასუხისმგებლობა მინდობილ პროდუქციაზე;
- სრული სამუშაო განაკვეთი; 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, არანორმირებული დღიური სამუშაო გრაფიკი. შრომის კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურებული ზეგანაკვეთური სამუშაო;
- ხელფასი: 1,200 – 1,400ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@ruispiri.ge არაუგვიანეს 2024 წლის 31 ოქტომბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „მძღოლი-ექსპედიტორი“.