პროექტი - ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში

თბილისი CENN
მივლინება: არა
ტენდერი/კონკურსი: ტენდერი
CENN, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში, იწვევს კვალიფიციურ ორგანიზაციებს, ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე საბაზისო კვლევის ჩასატარებლად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კახეთის რეგიონში.

დავალების მიზანი: დაეხმაროს CENN-ს ადგილობრივ დონეზე ნარჩენების პრევენციის და ცირკულარული ეკონომიკის (WP&CE) პოლიტიკის ფორმულირებასა და WP&CE გადაწყვეტილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასებაში: არსებული სიტუაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები; ასევე პროექტის ინდიკატორების საბაზისო მაჩვენებლების დადგენაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კახეთის რეგიონში.

დეტალური დავალებისთვის, გთხოვთ, იხილოთ ტექნიკური დავალება (ToR):
წარდგენის ბოლო ვადა: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი ტექნიკური პროპოზალი, CV-ები, და ბიუჯეტი არაუგვიანეს 2024 წლის 21 ოქტომბრისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ იაკობიძე
მონიტორინგის, ევალუაციისა და სწავლების ხელმძღვანელი & SDG მრჩეველი

ნინო შავგულიძე
დირექტორის მოადგილე
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა