გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველოს უნივერსიტეტი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი

საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ გახდეთ გრაფიკული დიზაინერი UG-ში. 

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ 

  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას 
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას 
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს 
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს 
 
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება 
  • მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება; 
  • ვებ-ბანერების დიზაინის შექმნა; 
  • სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალის შემუშავება; 
  • სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება; 
  • საჭიროებისამებრ, სხვა დავალებების შესრულება. 
 
კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ 
  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;  
  • ინგლისური ენა (მინ. B2 დონე); 
  • Adobe Illustrator; 
  • Adobe Photoshop; 
  • Corel Draw. 
 
სამუშაო პირობები: 
  • სრული განაკვეთი 
 
უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ 
  • პროაქტიურობა 
  • კრეატიულობა 
  • დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე 
  • პუნქტუალურობა 
  • ინიციატივის გამოჩენა  
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV და პორტფოლიო 2024 წლის 31 ოქტომბრის  ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: გრაფიკული დიზაინერი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.  
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. 
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/ 
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. 
გისურვებთ წარმატებას!