ვივო მედიქალ გრუპი აცხადებს ვაკანსიას ფეიროლის (ანაზღაურების ადმინისტრირების) სპეციალისტის პოზიციაზე სამედიცინო ცენტრების გაერთიანება “VIVO Medical Group” 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. 6 სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 სთ ანაზღაურება: 1300 ლარი (ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივით) ძირითადი მოვალეობები: - სახელფასო უწყისის მომზადება და ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობის მიღება;
- ფეიროლთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;
- ფეიროლის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და დამუშავება ექსელის პროგრამით;
- თანამშრომელთა კონსულტირება სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ანაზღაურების ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია Excel-ის ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები: - გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება.
შერჩევის ეტაპები: - ტესტირება (Excel);
- გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტაზე - vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ფეიროლის (ანაზღაურების ადმინისტრირების) სპეციალისტი“ მადლობას დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.