ქსელის ადმინისტრატორი
თარიღები: 16 ოქტ - 01 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gmpgeo.com
GM Pharmaceuticals წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N52
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 – 18:00 

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:
  • IP ტელეფონიის სისტემების დიზაინი, დანერგვა და მართვა.
  • DHCP სერვერებისა და სხვა ქსელური სერვისების კონფიგურაცია და მონიტორინგი.
  • ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა და პრობლემების მოგვარება (სვიჩები, მარშრუტიზატორები, Firewall-ები).
  • კიბერ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  • სამრეწველო ქსელის კომპონენტებისა და მათთან დაკავშირებული აპარატურის მართვა.
  • Cisco, HP და Fortinet მოწყობილობების მხარდაჭერა და განახლება.
  • მონაცემთა დაკარგვის პრევენციის (DLP) გადაწყვეტილებების დანერგვა და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავს სფეროში 
  • სასურველია დამატებითი სერთიფიკატები, როგორიცაა Cisco CCNA, Fortinet NSE, ან სხვა ქსელური მიმართულების სერთიფიცირება
  • სასურველია სერტიფიცირება კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ქსელის ადმინისტრაციისა და მართვის მიმართულებით
  • სასურველია სამრეწველო ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა და OT/ICS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წერისა და ანალიზის უნარები;
  • პროექტების მართვის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • ლოგიკური და ანალიტკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2024 წლის 01 ნოემბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ  GM Pharmaceuticals  ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.