1C მონაცემთა ბაზის მხარდამჭერი
თარიღები: 16 ოქტ - 14 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy.rational@aversi.ge
ფარმაცევტული საწარმო შპს “ავერსი-რაციონალი” აცხადებს ვაკანსიას „ 1C მონაცემთა ბაზის მხარდამჭერი “ სპეციალისტის პოზიციაზე

კვალიფიკაცია:
  • პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
  • MS SQL მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა 

პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
  • 1ც მონაცემთა ბაზასთან  მუშაობა;
  • შემოსული ზარების პასუხი;
  • სხვადასხვა დეპატამენტებში არსებული ბიზნესპროცესების შესწავლა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის საჭირო ინფორმაციების/მონაცემების მიწოდების უზრუნველყოფა;
  • პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ანალიზი და შეტყობინება პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებისთვის;
  • წვდომის უფლებების გაცემა; 
  • მომხმარებლების დამატება/მონიტორინგი;

აუცილებელი დოკუმენტაცია: 
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • დიპლომის ასლი 
  • ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლი (არსებობის შემთხვევაში)

ზემოაღნიშნული საბუთები წარმოადგინეთ მისამართზე ლილო, დ. კობახიძის 33, 10 სთ-დან 17 სთ-მდე და ადგილზე შეავსეთ “ანკეტა”:ან გამოგზავნეთ CV  მისამართზე vacancy.rational@aversi.ge

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.