მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ავეჯის სახლი პინსკდრევი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ავეჯის სახლი პინსკდრევი აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე (კონტროლიორი).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივნის ნომერი 20.

უფლება-მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული ვიდეო-კამერების ჩანაწერების მონიტორინგი, გარჩევა და ანალიზი.
  • მომხმარებლების მომსახურების პროცესში, თანამშრომლების მხრიდან, შინაგანაწესით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების შესრულების კონტროლი, დარღვევების აღმოჩენა და დაფიქსირება, პასუხისმგებელი პირის ინფორმირება შესაბამისი რეპორტის მეშვეობით.
  • მომხმარებლების პორტრეტის ABC ანალიზი.
  • ყოველდღიურად ცრმ სისტემაში მუშაობა, თანამშრომლების შესასრულებელი დავალებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშის შევსება.
  • გაყიდვების კონსულტანტების ეფექტურობის შეფასების ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიში, შედგენილი არსებული ჩეკ-ლისტების მიხედვით.

სამუშაო პირობები :
  • ანაზღაურება, ხელზე ასაღები ხელფასი : 1,500₾.
  • სამუშაო საათები: სრულ განაკვეთზე, 11:00-19:00 (შუალედში 1-საათიანი შესვენება), კვირაში 5 დღე (კვირაში 2 დღე დასვენება).
  • მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო, პრემიუმ კლასის მაღაზია.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ხელმისაწვდომი ლოკაცია (გაჩერება) და პარკინგი თანამშრომლებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • კომპიუტერული პროგრამების Excel и Word ცოდნა.
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
  • სასურველია, უცხო ენის, რუსულის და ინგლისურის ცოდნა;

ჩვენს შესახებ:
ჰოლდინგი” პინსკდრევი” ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წამყვანი ბრენდია, ავეჯი ევროპისა და ამერიკის კონტინენტის 100-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათ შორის საქართველოში.  საწარმოში დასაქმებულია დაახლოებით 10,000 ადამიანი და გააჩნია ავეჯის წარმოების 144 წლიანი გამოცდილება (დაარსდა 1880 წელს). ავეჯზე ვრცელდება 18-თვიანი ქარხნული გარანტია.
ჩვენ ვართ აღნიშნული ჰოლდინგის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და ვფლობთ პინსკდრევის ავეჯის რეალიზაციის ექსკლუზიურ უფლებას საქართველოს ბაზარზე, ჯერ კიდევ 2011 წლიდან. ჩვენი ლოკაცია მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანზე, ე.წ. ავეჯის ზონაში, ჩვენი მაღაზია გამოირჩევა მომხმარებლების მაღალი ტრაფიკით (მოძრაობა), თვეში საშუალოდ +500 ადამიანი, აღნიშნული ფაქტორი ხელს გვიწყობს გაყიდვების მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირებაში.
ჩვენი გუნდი თითქმის სრულად დაკომპლექტებულია და გვაქვს ვაკანტური მხოლოდ 1 ადგილი, ასე რომ იჩქარეთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ჩვენს ოფიციალურ მეილზე და დაელოდეთ ჩვენგან უკუკავშირს 1 სამუშაო დღის ვადაში.

გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@pinskdrev.ge
გისურვებთ წარმატებას!