"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 6 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მცხობელი.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
- სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულის, კრუასანების და ცომის ნაწარმის მომზადება;
- პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მცხობელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- გრაფიკი- კვირაში 5 დღე/დღეში 9 საათი (აუცილებელია ღამის სმენებში მუშაობის შესაძლებლობაც);
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით (1000-1500 GEL)
- სამუშაო ადგილი: გიორგი ძოწენიძის #18;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.