Full-Stack დეველოპერი
თარიღები: 15 ოქტ - 13 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  პროგრამისტი/დეველოპერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gita.gov.ge

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას Full-Stack დეველოპერის პოზიციაზე
 
მოვალეობები:
  • სააგენტოს პორტალების შიდა და გარე სისტემების გაუმჯობესებაზე მუშაობა, მოთხოვნის შესაბამისად მონაცემების რედაქტირება;
  • სააგენტოს ვებ-გვერდების და პორტალების, შიდა და გარე სისტემების ბაზებზე მუშაობა, ასლის აღება და საჭიროების შესაბამისად აღდგენა;
  • სააგენტოს ვებ-გვერდების, შიდა და გარე სისტემების განახლება;
  • გუნდთან ერთად მუშაობა, როგორც პროექტირების, ასევე, რეალიზების და ტესტირების ეტაპებზე;
  • მიმდინარე პრობლემების შესაბამისად ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.


მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • React js, Next js, Typescript, Tailwind css, Redux ცოდნა;
  • C#, .NET 6 პლატფორმასთან მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (ASP.NET Web API,  MVC, Mediator, CQRS, Entity Framework, , Swagger, Automapper, FluentValidato );
  • არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება WEB დეველოპმენტში (JavaScript, Angular, HTML JQuery, CSS);
  • PostgreSQL ან/და MS SQL ან/და Oracle -თან მუშაობის გამოცდილება;
  • GitHub ან/და GitLab-ის ცოდნა;
  • ლინუქს სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2).


უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს შემდეგი კვალიფიკაციებით:

  • SEO ოპტიმიზაციის პრინციპები;
  • სასურველია Typescript-ზე მუშაობის გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები:

  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


სასურველია Agile ორგანიზაციული სტრუქტურით მუშაობის გამოცდილება;

 მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - Full-Stack დეველოპერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.