მთავარი ბუღალტერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი გუდ კომპანი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
შპს „გუდ კომპანი“ , ჰიგიენის და თავის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.  
ლოკაცია: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, გ.ჭყონდიდელის ქ.#26  
სამუშაო გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00სთ-მდე.  
 
მოვალეობები: 
  • პირველადი დოკუმენტაციის მიღება, გადახარისხება, აღრიცხვა და დაარქივება; 
  • მიმდინარე ოპერაციების აღრიცხვა; 
  • პროგრამაში ხარჯის საბუთების შექმნა/გატარება; 
  • მიღება-ჩაბარების აქტების, მომსახურების და სხვა საჭირო ხელშეკრულებების შექმნა და დაარქივება; 
  • კომპანიის ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება; 
  • საგადასახადო პორტალზე (rs.ge) მუშაობა; 
  • მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით) 
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, Excel-ის ცოდნა სავალდებულოა; 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით 
  • სასურველია რომელიმე ბუღალტრულ პროგარმაში მუშაობის გამოცდილება 
 
საჭირო უნარები: 
  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება 
  • პასუხისმგებლიანი 
  • პუნქტუალური 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მეილზე: Kh.matsiashvili@gud.ge