შერჩევის სპეციალისტი
თარიღები: 15 ოქტ - 13 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები:  პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@agrohub.ge
კომპანია „აგროჰაბი“, ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში აცხადებს კონკურსს  შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ე.ანდრონიკაშვილის #151

ძირითადი მოვალეობები:
  • დაბალი რგოლის პოზიციეებზე შერჩევის პროცესის მართვა
  • კანდიდატების მოძიება,მოზიდვა სხვადასხვა არხებით, მათ შორის სოციალური მედიით.
  • კანდიდატების ბაზის წარმოება
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალების შემთხვევაში სხვა საკითხებში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სწრაფად სწავლისა და ადაპტაცის უნარი

პერსონალური თვისებები:
  • წარმატებაზე ორიენტირებული და შემოქმედებითი მოაზროვნე;
  • პასუხისმგებელი, პროფესიონალი, გუნდური მოთამაშე;
  • პუნქტუალური;

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge  გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „შერჩევის სპეციალისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი
ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!