გაყიდვების კონსულტანტი
2xP PRIORITY რენოვე
თარიღები: 15 ოქტ - 13 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@renove.ge
პრემიუმ ხარისხის სანტექნიკის, აბაზანის ინვენტარის, რადიატორებისა და იატაკის საფარის იმპორტიორი კომპანია „რენოვე“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად საცალო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
  • კორპორატიულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია (პირადად ან დისტანციურად), პროდუქციის შეთავაზება, პრეზენტაცია და რეალიზაცია;
  • შოურუმში პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის სისწორის უზრუნველყოფა;
  • პირველადი სარეალიზაციო დოკუმენტების შედგენა სააღრიცხვო სისტემაში და საგადასახადო დოკუმენტებთან მუშაობა;
  • გაყიდული პროდუქციის გაცემა;
  • სარეალიზაციო პროდუქციის დაზიანების ან წუნის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სამშენებლო-სარემონტო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft office პროგრამების (Word, Excel, Power Point) ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
  • ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 47.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 კვირაში 5 დღე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე info@renove.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.