კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
თარიღები: 15 ოქტ - 13 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Natali@natali.ge
NATALI GROUP აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის მიმართულებით.
NATALI GROUP საქართველოში წამყვანი ბრენდია, რომელიც 30 წლიან ისტორიას ითვლის ესთეტიური და სილამაზის ინდუსტრიის მიმართულებით. კომპანიამ შეიმუშავა ახალი კონცეფცია Natali Concept Consulting Group, რომელიც ორიენტირებულია B2B გაყიდვებზე. პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ ექსკლუზიურ ბრენდებზე, როგორიც არის: Germaine de Capuccini, Framesi, Deka laser, Tecnosole და სხვა წამყვანი ბრენდები სილამაზის ინდუსტრიაში. 

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები:
ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტების მოძიება/მოზიდვა კერძოდ კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება;
  • კომპანიის კლიენტებისათვის მომსახურების ოპერატიულად შეთავაზებისა და გაწევის მიზნით, პირადი და ელექტრონული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • დაინტერესებულ/პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • მომხამრებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა;
  • დასახული ამოცანების შესრულება;
  • ყოველთვიური დასახული გეგმის შესრულება;
  • გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა;
  • გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. 
  • სამუშაო გამოცდილება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება ესთეტიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება).

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი. 10:00 – 19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: Natali@natali.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი.