უფროსი ბუღალტერი/ფინანსისტი
თარიღები: 15 ოქტ - 13 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი ფინანსები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@natali.ge
"ნატალი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის/ფინანსისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური საბანკო ანგარიშების გადამოწმება;
  • ხელფასების დათვლა;
  • სახელფასო ანგარიშებზე დაწესებული ყველა სახის დაქვითვის წარმოება;
  • ბუღალტრული ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სააღრიცხვო პერიოდის (ფინანსური წლის) დროულად და სწორად დახურვის უზრუნველსაყოფად ვადებში გაწერილი გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური და ყოველთვიური ბუღალტრული გატარებების სიზუსტის კონტროლი;
  • კომპანიის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შესაბამის ვადებში;
  • სტატისტიკის წარდგენა დადგენილ ვადებში;
  • ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა;
  • ფინანსური რეპორტინგისა და ანალიზის წარმოება;
  • ბანკი/სალარო ოპერაციები/საერთაშორისო გადარიცხვები;
  • ბუღალტრულ პროგრამაში ადგილობრივი და იმპორტული პროდუქციის ასახვა;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
  • ყოველთვიური მოგება/ზარალის დაანგარიშება;
  • სხვადასხვა შიდა რეპორტების მომზადება;
  • საქონლის იმპორტის განხორციელების ცოდნა (ელექტრონულად - Rs.ge)

საჭირო უნარები: 
  • უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტერია);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამების წარმოების და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Word/Excel
  • ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@natali.ge. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.