დეველოპერული კომპანია „მარდიელი“ აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- შემოსული ზარების მართვა;
- პროდუქტის პრეზენტაცია;
- გაყიდვების ქსელის შექმნა;
- მომხმარებელთა პრეტენზიების ანალიზი;
- სოციალურ ქსელში შემოსული წერილების მართვა;
- სატელეფონო საუბრების ჩანაწერების უზრუნველყოფა;
- მონაცემთა ბაზების დამუშავება.
ინდივიდუალური თვისებები:
- კომუნიკაციის უნარები;
- ვერბალური და წერითი კულტურის მაღალი უნარი;
- თანამოსაუბრის დარწმუნების უნარი;
- პუნქტუალურობა;
- სიახლეების სწრაფად შესწავლის უნარი.
საჭირო ცოდნა და უნარები:
- ბიზნეს ეტიკეტი;
- სავაჭრო პროცესის ორგანიზების წესები;
- უცხო ენა (ინგლისური, რუსული);
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამები.
დაინტერესების შემთხვევაში, კანდიდატებმა ქართულ ენაზე მომზადებული CV შეუძლიათ გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: mardieligroup@gmail.com და სათაურის ველში მიუთითონ პოზიციის დასახელება „სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13.11.2024 წ.