ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას.
www.tpl.ge
ქოლ-ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- სავალდებულო დაზღვევის პოლისით მოსარგებლეთათვის მომსახურების მიღების შესახებ პირველადი კონსულტაციის გაწევა, სავალდებულო მოქმედების სქემის დეტალური ახსნა;
- არა სიცოცხლის ზარალების შესახებ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ინფორმაციის მიღება და მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების პროგრამულ სისტემაში აღრიცხვა, შესაბამის განყოფილებებთან ინფორმაციის გაზიარება და დამდგარი შემთხვევის პროცესის დასრულების შემდეგი მონიტორინგი;
- ცენტრში არსებული სატელეფონო მომსახურების სტანდარტის დაცვა და უზრუნველყოფა;
- შემოსული ზარების გადამისამართება თანამშრომლებზე;
მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:
- გამართული, სწორი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შეფერხებების მართვის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
- კლიენტთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- აუცილებელია უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური, რუსული);
სამუშაო პირობები:
- მოქნილი სამუშაო გარემო: (თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა ნაწილობრივ იმუშაოს ოფისიდან (ქ. თბილისი), ნაწილობრივ მისთვის სასურველი ადგილიდან);
- მცოცავი სამუშაო ცვლა: სამუშაო ცვლა მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლას;
- ეტაპობრივად მზარდი სახელფასო და საბონუსე სისტემა;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;
- სწავლების დაფინანსება: პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სასიამოვნო, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.
გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@tpl.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ქოლ-ცენტრის ოპერატორი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ნოემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.