გამომწერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი მიქსორი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
სამშენებლო კომპანია მიქსორი აცხადებს ვაკანსიას გამომწერ-ოპერატორის   პოზიციაზე

შპს მიქსორი " აცხადებს ვაკანსიას გამომწერ-ოპერატორის  პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი  , გრიგოლ ლორთქიფანიძის  N 23  

მოვალეობები:
  • ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოწერა, გააქტიურება
  • პროდუქციის მიწოდების დასრულებისას შესაბამისი მიღება ჩაბარების-აქტის შედგენა სრულ მიწოდებულ რაოდენობაზე და მათზე მომხმარებლის მხრიდან დასტურის მიღების უზრუნველყოფა. 
  • ცენტრალურ სასწორზე მუშაობა, შემოსული და გასული სატვირთო ავტოსატტრანსპორტო საშუალებების წონის კონტროლი და მათი ასახვა EXCEL ცხრილში, რეესტრების წარმოება.
  • სატვირთო ავტოსატრანპორტო საშუალებების  წონის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რეაგირება, მათი მიღება-გაშვების დაბლოკვა.
  • ყოველდღიეური შეკვეთების ჩაწერა შეკვეთების ფურცელში. მისი ყოველდღიური წარდგენა ფინასური და კომერციული დირექტორისთვის პროდუქციის გაცემაზე ნებართვის მისაღებად.
  • პროდუქციის მიწოდების პროცესში მომხმარებლებთან ურთიერთობა, მიწოდებული პროდუქციის სპეციფიკაციის, ხარისხის და რაოდენობის მოთხოვნილთან შესაბამისობის კონტროლი მიზნით. 

უნარები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • MS Excel ცოდნა

თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი

მუშაობა ამ თანამდებობაზე მოითხოვს
განათლება: უმაღლესი
სპეციალობა: ეკონომიკური/ტექნიკური

ანაზღაურება : 1500-1800 ლარამდე (ხელზე ასაღები) 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ , დაგვიკავშირდეთ ნომრებზე : +995 595779964  ან CV გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე n.chkvianishvili@mixori.com