წარმოების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Craft Food Holding
მივლინება: არა ხელფასი: 1800
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა, წარმოების/ქარხნის მართვა, ხარისხის კონტროლი
Craft Food ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე. 
Craft Food მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.


სამუშაო პირობები:
  • სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
  • ანაზღაურება: 1800 ლარი.
  • ბენეფიტი: დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობის არსებული მარაგების კონტროლი ბუფერული მარაგების მიხედვით
  • წარმოებისთვის მარაგების გადაცემა შესაბამისი წესებით
  • წარმოების პროცესის ზედამხედველობა კალკუალციასთან მიმართებაში
  • საწყობში არსებული ნედლეულის ვადიანობის კონტროლი
  • საწყობში მარაგების განთავსება, ხარჯვა FIFO პრინციპის დაცვით
  • საწყობში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება Fina პროგრამის გამოყენებით
  • ყოველდღიური, კვირეული, თვიური და წლიური ინვენტარიზაციის წარმოება
  • საწყობში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა
  • HACCP სტანდარტების განუხრელი დაცვა
  • დაქვემდებარებული თანამშრომლის მართვა

მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • პუნქტუალურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge „subject” ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „HR სპეციალისტი".