უსაფრთხოების თანამშრომელი

ხელფასი: 1200
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)

სამშენებლო და სარემონტო  მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების  თანამშრომლის  პოზიციაზე:


სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი

ანაზღაურება: 1200 ლარი 

გრაფიკი: გრაფიკი: 2 დღიანი ცვლა - კვირაში 40 სამუშაო საათი


ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • საწყობიდან გასაგზავნი პროდუქციის გადამოწმება და შესაბამისობის დადგენა სასაქონლო ზედნადებთან;
  • კომპანიის დაქვემდებარებულ ერთეულებზე წესრიგის უზრუნველყოფა;
  • ტერიტორიაზე განთავსებული და ბალანსზე აყვანილი სხვადასხვა სპეც-ტექნიკა/საშუალებების (მონიტორები,რადიო საშუალებები,სათვალთვალო კამერები,სატვირთო ჯეკები,ელ.მცლელები,დიზელ მცლელები და ა.შ) შემოწმება და კონტროლი;
  • კომპანიის ტერიტორიაზე ან მმართველობაში მყოფი ყველა სასაწყობე ტერიტორიების მონიტორინგი და შემოწმება;
  • დაზიანებული პროდუქციის,რომელიც შემდგომში ექვემდებარება განადგურებას, აღნიშნული პროდუქციისა და არსებული დოკუმენტაციის თანხვედრის შემოწმება;
  • კომპანიის მიერ წარმოებული: შიდა სამუშაოებისათვის, შიდა შესყიდვებისათვის და ა.შ  გაწეული ხარჯების და რაოდენობის ვალიდურობის კონტროლი;
  • ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე ფულადი სახსრების გადაადგილების უსაფრთხოდ უზრუნველყოფა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია;
  • მსგავსი ტიპის ჰიპერმარკეტში მუშაობის გამოცდილება  ჩაითვლება უპირატესად;
  • პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, გამოგვადგება. 


პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა, 
  • ორგანიზებულობა, 
  • სტრესული გარემოების მართვის უნარი; 
  • შრომისმოყვარე, 
  • დისციპლინირებული, 
  • გუნდში მუშაობის უნარი.


ჩვენ გთავაზობთ:

  • ძალიან მეგობრულ,  საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
  • Fit-pass-ს.


მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.  მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.


თუ  აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ: 

საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;

მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;

პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია)  არაუგვიანეს 2024 წლის  30 ოქტომბრის  ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე:  

hr@mihouse.ge და  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა. 


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!