მძღოლ-დისტრიბუტორი

თბილისი სრული განაკვეთი 3G-Georgian Global Group
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "3G - Georgian Global Group", ალკოჰოლურ სასმელებსა და კვების პროდუქტებს დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანია "3G - Georgian Global Group" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის  პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი ბარისახოს 11/ბ (ავჭალის ტერიტორია)

ვაკანსიის დახურვის ვადა: 15 ნოემბერი
პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება: 900 ლარი
ანაზღაურება : ხელფასი 1100 ლარიდან  
                            
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და ასევე მანქანის მართვა ჩაითვლება პრიორიტეტად. 

ფუნქცია მოვალეობა:
  • პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის, მისი რეალიზაციის მიზნით;
  • სარეალიზაციო საქონლის გადატანა და რეალიზაციის განმახორციელებელი პირების გადაადგილება განსაზღვრული მარშრუტით;
  • შეკვეთილი პროდუქციის საწყობიდან მითვლა და სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობისა და სახეობის მიხედვით მისი მიწოდება;
  • ავტომობილის ექსპლუატაციისა და კანონმდებლობით დადგენილი მოძრაობის წესების დაცვა;
  • პროდუქციის მახასიათებლის ცოდნა;
  • ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლისას დამსაქმებლის დროულად ინფორმირება;

პიროვნული თვისებები:
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის შეგრძნება;
  • დაგეგმარების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • განვითარებაზე ორიენტაცია;
  • გუნდურობა;
  • კრეატიულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: sebiskveradzenika@yahoo.com და დანიშნულებაში ‘Subject’ მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მძღოლ-დისტრიბუტორი ან დაგვიკავშირდით ნომერზე - +995 579 14 66 77 (ნიკა)

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები 3 G-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!