მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი ქართული აგრო სახლი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
მართვის მოწმობა: B, C
ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ლოკაცია: დიდი დიღომი 
სამუშაო საათები - სრული, 40 საათი კვირაში
ანაზღაურება - 1200 ლარი, ზრდის პერსპექტივით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის სავაჭრო ობიექტებზე ყოველდღიური მიტანა წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად;
  • სავაჭრო ობიექტებზე მიტანილი პროდუქციის მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
  • სასაქონლო ზედნადების კონტროლი
  • უკან დაბრუნებული პროდუქციის კონტროლი
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მართვის მოწმობა -  B, C
  • აუცილებელია გამოცდილება

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge
და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე - +995 557491471 სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 31/10/2024