მოლარე-კონსულტანტი
1xP PRIORITY დილაითი
თარიღები: 11 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@delight.ge
„დილაითი“ კონცეპტუალური ტიპის სანათების შოურუმია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია დიზაინერული, არქიტექტურული, ტექნიკური სანათები, ასევე ფურნიტურა (ჩამრთველები, როზეტები) და განათების აქსესუარები.   
„დილაითი“- ბათუმის ფილიალის შოურუმში ვეძებთ მოლარე-კონსულტანტს   

ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების სრული დაცვა; 
  • მომხმარებლისათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში; 
  • მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი მომსახურების უზრუნველყოფა; 
  • სალარო აპარატთან მუშაობის წესების ცოდნა; 
  • სალაროში არსებული თანხის კონტროლი; 
  • შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა; 
  • მეილზე მოთხოვნების შემოწმება და შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება; 
  • აღწერის ჩატარება თვეში ერთხელ; 
  • შოურუმში თაროებზე პროდუქციის შევსება; 
  • გაყიდული პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა ლოჯისტიკის სამსახურთან კოორდინირებით; 
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასაუბრო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი. 
 
რას გთავაზობთ? 
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; 
  • Fitpass; 
  • ტრენინგებს და პროფესიული ზრდის საშუალებას. 
 
ანაზღაურება: 1000 ლ (ფიქსირებული) + საბონუსე სისტემა 
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, მ. ლერმონტოვის N 72 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი 
 
„დილაითი“ გთავაზობთ კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას და სტაბილურ სამუშაო გარემოს.  
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: jobs@delight.ge 
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა  2024 წლის 30 ოქტომბერი 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება! 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.delight.ge    
გისურვებთ წარმატებას! 
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც დილაითისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, დილაითის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით. 
 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ დილაითმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 
 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით. 
 
დილაითი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.