მერჩენდაიზერი
2xP PRIORITY ბი ემ ეს
თარიღები: 14 ოქტ - 09 ნოე
მდებარეობა: ფოთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მერჩენდაიზინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@bms.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 595089796
სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე, ფოთში.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
www.bms.ge
 
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, ქსელური მაღაზიები
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით, კვირაში 20 საათი.
ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსი + ტრანპორტირების თანხა  + ჯანმრთელობის დაზღვევა. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ვადების შემოწმება;
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
  • სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
  • სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel: +995 595089796

გისურვებთ წარმატებებს!

„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს)  გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ  შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე  შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე),  თქვენი, როგორც  ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის  , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“