სოციალური მედიის მენეჯერი
2xP PRIORITY ბი ემ ეს
თარიღები: 14 ოქტ - 09 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@bms.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 595089796
სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. 
www.bms.ge

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. დ. გურამიშვილის N64
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 – 18:00სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სოციალური მედიის და  სოციალურ ქსელებში კომპანიის გვერდებისა და არხების მართვა
  • სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობა და შესაბამისი კალენდრის შემუშავება • სამიზნე აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნა
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია სოციალური ქსელების მეშვეობით
  • კომპანიის/ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა
  • კომპანიის/ბრენდის სტრატეგიის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა მომხმარებლების რაოდენობის ზრდის მიზნით
  • კომპანიის/ბრენდის ციფრულ არხებზე ფასიანი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება
  • კომპანიის ციფრული არხების რეგულარული ანალიტიკა და ყოველთვიური რეპორტინგი
  • საკომუნიკაციო გეგმისა და კონტენტის შემუშავება, დიზაინერთან თანამშრომლობით
  • სოციალური მედიის სფეროში ახალი მიდგომების, ტექნიკებისა და ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება
  • საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
  • სოციალური ქსელების მართვის მიმართულებით, სარეკლამო პლატფორმებში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია სასერტიფიკატო პროგრამა სოციალური მედია მენეჯმენტის მიმართულებით
  • მარკეტინგის პრინციპების ცოდნა – პოზიციონირება, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ა.შ
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა
  • სამონტაჟო/გრაფიკული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
  • ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge 
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel: +995 595089796
გისურვებთ წარმატებებს!
„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს)  გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ  შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე  შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე),  თქვენი, როგორც  ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის  , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“