კონტენტ კრეატორი
1xP PRIORITY K GROUP
თარიღები: 16 ოქტ - 09 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  კონტენტ მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: kgroupge@gmail.com
კომპანია "K GROUP” აცხადებს   ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე  ქ.თბილისში.
“K GROUP” არის სამშენებლო და სარემონტო კომპანია. კომპანია ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას.
“KGROUP”აშენებს და არემონტებს სახლებს,  ბინებს, კომერციულ  და საოფისე ფართებს.  
ასევე, მომხმარებელს სთავაზობს ლითონის ნაკეთობებს როგორიცაა:  კარი, ჭიშკარი, საწოლი, მოაჯირი, ვიტრაჟი,კიბე, გისოსი, აივანი, ჭიშკარი, ფანჩატური,  საქანელა, სკვერის სკამები, ბუხარი, მაყალი, ღობე, ავეჯი და სხვა.
კომპანია "K GROUP” -ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://kgroup.ge/
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
  • გაქვს  გამოცდილება სოც. ქსელების მართვის; 
  • გაქვს გამოცდილება ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნისა და დამუშავების;
  • მოგწონს საინტერესო სთორების, ფოტოებისა და ვიდეოების შექმნა;
  • გაქვს კრეატიული აზროვნება;
  • საინტერესოა და მოგწონს შიდა და გარე ინტერიერის დიზაინი;
  • სურვილი გაქვს განავითარო შენი უნარები და აიმაღლო კვალიფიკაცია;

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 
  • კონტენტ სტრატეგიის ჩამოყალიბება, მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნა, უზრუნველყოფა კომუნიკაციისთვის საჭირო ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით;
  • კომპანიის ბრენდის ქვეშ გაერთიანებული სოციალური მედია საშუალებების მართვა და რეკლამირება (Facebook, Instagram, TikTok);
  • სოც. მედია ქსელებისთვის კონტენტის ვიზუალის შექმნა (გადაღება, დამუშავება) - ფოტოების და ვიდეოების სახით;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  Facebook Ads, Business Manager-ის  ცოდნა;
  • Adobe Photoshop-ის ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • საწვავი ავტომობილისთვის;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო;

თუ ფიქრობთ, რომ შენთვის არის საინტერესო საქმიანობა, გინდა ჩაერთო საინტერესო სფეროში და კიდევ უფრო მეტად განავითარო საკუთარი უნარები, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ შენს განვითარებას.
ადგილი სადაც იმუშავებ:ქ.თბილისი, წერეთლის გამზ. #116
ანაზღაურება:ფიქსირებულ ანაზღაურება 
სამუშაო დღეები/საათები:4 სამუშაო დღე / 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) მეილზე kgroupge@gmail.com სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "K GROUP” ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს  "K GROUP” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!