წარმოების ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ელიავა ბიოპრეპარატები
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ფარმაცევტული კომპანია “ელიავა ბიოპეპარატები” აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის  პოზიციაზე.

ქართული ბიო-ფარმაცევტული კომპანია “ელიავა ბიოპრეპარატები”, მსოფლიოში სახელგანთქმულ “ელიავა კონსორციუმში” შემავალი კომპანიაა, რომელიც საქართველოში „ბაქტერიოფაგის“ სახელით არის ცნობილი. ბაქტერიოფაგურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებით, ელიავა ბიოპრეპარატები იკვლევს, ანვითარებს და აწარმოებს მაღალეფექტურ ფაგურ პრეპარატებს, გამოყენების ფართო სპექტრით. კომპანია დაფუძნებულია, ბაქტერიოფაგების კვლევაში მსოფლიო ლიდერი სამეცნიერო ცენტრის, ელიავას ინსტიტუტის ბაზაზე და იყენებს ინსტიტუტში 1923 წლიდან არსებულ უწყვეტ ცოდნასა და გამოცდილებას.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიისა და მისი პროდუქტების შესახებ გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.phage.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწარმოო პროცესში დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
  • ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება, მათშორის ასეპტიკურ პირობებში;
  • წარმოების პროცესის წარმართვა ხარისხის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
  • საწარმოო პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება წარმოების გუნდთან ერთად.
  • წარმოებაში არსებულ მანქანა დანადგარების მართვა და მათზე მუშაობა;
  • საწარმოო დანადგარების ხარისხიანი და დროული მომსახურება; 
  • საწამოო პროცესის დოკუმენტირება;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული ამოცანების შესრულება; 
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება - საშუალო. (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება (ფარმაცევტულ  სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office)
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცონდა (ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სიახლეების ათვისების უნარი

სამუშაო პირობები: 
  • სრული განაკვეთი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო ადგილი - თბილისი, გოთუას ქუჩა #3

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: joinus@phage.ge  წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება „წარმოების ოპერატორი“