ადმინისტრაციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯიარჯი
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
კომპანია „ჯიარჯი“ 2013 წლიდან დღემდე წარმოადგენს საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვან კომპანიას საქართველოში. ძირითადი საქმიანობის სფეროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხმლები პროდუქციის წარმოება. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა. 

კომპანია „ჯიარჯი“  აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული  მენეჯერის პოზიციაზე 
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00) 
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი.აბაშიძის ქ. N70 
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით - 2000-დან 2500-მდე (net) 

ფუნქციები: 
  • ოფისში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა; 
  • შემოსული წერილების/განცახდებების შესაბამის ბაზებში გატარება, გაციფრულება, დაარქივება და პასუხისმგებელ პირებთან გაზიარება; 
  • კომპანიის მიმდინარე პროექტების ადმინისტრაციული კონტროლი და რეპორტინგი; 
  • კონტრაქტორებთან/ქვეკონტრაქტორებთან აქტიური კომუნიკაცია; 
  • ელექტრონული და მატერიალური კანცელარიის წარმოება და დოკუმენტკონტროლი; 
  • ოფისის პროცედურებისა და პოლიტიკის მუდმივი განახლება და შესრულების მონიტორინგი; 
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საჭირო კონტაქტების ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება; 
  • ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ფინანსური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძრვანელისთვის წარდგენა; 
  • სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული საკითხის მართვა; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია სამშენებლო მიმართულებით); 
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა (MS Office); 
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1); 

პიროვნული უნარები: 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ორგანიზების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დაგეგმარების უნარი; 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტით; 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 11 ნოემბრამდე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@grgroup.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად  მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ ადმინისტრაციული  მენეჯერი“. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
შპს „ჯიარჯ ”-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „ჯიარჯი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.  
გისურვებთ წარმატებას