კომპანია „ჯიარჯი“ 2013 წლიდან დღემდე წარმოადგენს საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვან კომპანიას საქართველოში. ძირითადი საქმიანობის სფეროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხმლები პროდუქციის წარმოება. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა.
ჯიარჯი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოფისის მენეჯერი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00)
- სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი.აბაშიძის ქ. N70
- ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით - 1000-დან 1500-მდე (net)
ფუნქციები:
- ოფისში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
- კომპანიის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა;
- კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა;
- საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ასლების შექმნა და სკანირება;
- ოფისში მოსული სტუმრების მიღება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
- თანამშრომლებისათვის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- საჭიროებისამებრ თანამშრომელთა მივლინების ორგანიზება, სასტუმროსა და ავიაბილეთების დაჯავშნა;
- თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის ბაზების მუდმივი განახლება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office);
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (B1);
- პიროვნული უნარები:
დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დაგეგმარების უნარი;
- ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტით;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 11 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@grgroup.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ოფისის მენეჯერი“. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს „ჯიარჯ ”-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „ჯიარჯი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას