ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯიარჯი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
კომპანია „ჯიარჯი“ 2013 წლიდან დღემდე წარმოადგენს საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვან კომპანიას საქართველოში. ძირითადი საქმიანობის სფეროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხმლები პროდუქციის წარმოება. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა.

ჯიარჯი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოფისის მენეჯერი

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00)
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი.აბაშიძის ქ. N70
  • ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით - 1000-დან 1500-მდე (net)

ფუნქციები:
  • ოფისში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
  • კომპანიის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ასლების შექმნა და სკანირება;
  • ოფისში მოსული სტუმრების მიღება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • თანამშრომლებისათვის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • საჭიროებისამებრ თანამშრომელთა მივლინების ორგანიზება, სასტუმროსა და ავიაბილეთების დაჯავშნა;
  • თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის ბაზების მუდმივი განახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (B1);
  • პიროვნული უნარები:

დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დაგეგმარების უნარი;
  • ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტით;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 11 ნოემბრამდე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@grgroup.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად  მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ოფისის მენეჯერი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს „ჯიარჯ ”-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „ჯიარჯი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. 

გისურვებთ წარმატებას