ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ბიზნეს ნეთვორქ
მივლინება: არა
ენები: რუსული, აზერბაიჯანული, თურქული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
სატრანსპორტო კომპანია "GBN ჯორჯიან ბიზნეს ნეთვორქი“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:
  • ახალი დამკვეთების მოძიება;
  • დამკვეთის მოთხოვნის დამუშავება საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებით;
  • კონტაქტი მომწოდებლებთან;
  • კონტაქტი გადამზიდ კომპანიებთან;
  • სრული დოკუმენტაციის გაცვლა გადამზიდთან და დამკვეთთან;
  • საქონლის გადაადგილების მუდმივი მონიტორინგი;

მოთხოვნები და უნარები:
  • რუსული ენის ფლობა (სალაპარაკო და წერითი);
  • აზერბაიჯანული და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ელემენტარულ დონეზე ცოდნა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: gbnvacancy@gmail.com გთხოვთ სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.
გისურვებთ წარმატებას!